Thursday, November 8, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: სტუმრად  თოჯინების თეატრში



პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: შეძლონ  მთავარი პერსონაჟების ამოცნობა და შედარება .

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  გაეცნონ თითოეული თოჯინის როლს
სპექტაკლში და იმსჯელონ  რა საქმიანობას  ეწევიან ისინი.



პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ზღაპრული პერსონაჟების შედარება და
დახასიათება. დისკუსიაში მონაწილეობის მიღება. არგუმენტირებული  მსჯელობის
უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება .

მოსწავლეთა ასაკი: 7,8 წელი .

ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე .

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოახდინონ ჯგუფებში  აზრის გაზიარება ნანახი სპექტაკლის  შესახებ .შეძლონ  მსგავსი თოჯინების  დამზადება.



პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: ფერადი  ფურცლები, ფანქრები, წებო ,  მაკრატელი, ნაჭერი, პლასტელინი .

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები:)

 I  დღე---I  აქტივობა. ვესწრებით  თოჯინების თეატრში სპექტაკლს.

II  დღე ---- II  აქტივობა. ვყოფ კლასს ჯგუფებად და ვაძლევ   დავალებებს .

I   და  II  ჯგუფი  პლასტილინისაგან ამზადებს  თოჯინებს.

III და  IV ჯგუფი--- აკეთებს   აპლიკაციას.

III   აქტივობა -- ჯგუფის ლიდერები  წარმოადგენენ  ნამუშევრებს. ( აკეთებენ პრეზენტაციას .)

IV აქტივობა -- შთაბეჭდილებების  გაზიარება.

V აქტივობა--გამოფენის მოწყობა.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ მგალობლიშვილი.

ხელმძღვანელის ელ . ფოსტა: tamar.mgaloblishvili@gmail.com